ავტორიზაცია

იუვენტუსის ოფიციალური განცხადება: რა თანხას მიიღებენ სუპერლიგის კლუბები?

იუვენტუსის ოფიციალური განცხადება: რა თანხას მიიღებენ სუპერლიგის კლუბები?
თარიღი 19 Apr 2021, 12:43

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე სუპერლიგის დაარსებისა და განვითარების იდეის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა:

"სუპერლიგა არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი პროექტი და იუვენტუსს აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის სრული უფლება აქვს. გვსურს, რომ აღნიშნული ინიციატივა მოხდეს ფიფას, უეფასა და ფეხბურთის ეკოსისტემაში არსებულ სხვა ორგანიზაციებთან შეთანხმებით.

ამის გარდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუპერლიგის უფლებების დაცვა და აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში არც სასამართლოსთან თანამშრომლობაზე ვიტყვით უარს. სუპერლიგას წარმართავს ერთი კონკრეტული კომპანია, რომელიც წილებსა და სხვადასხვა უფლებებს თითოეულ წევრზე თანაბრად გადაანაწილებს.

თითოეულ კლუბს დაეკისრება ორმილიონიანი ინვესტიციის ჩადების ვალდებულება და აუცილებლობის შემთხვევაში ინვესტიცია შესაძლო რვა მილიონამდეც გაიზარდოს. სუპერლიგის დაწყებისა და მედია უფლებების გაყიდვის შემდეგ, კლუბების შემოსავალი 3.5 მილიარდ ევროთი გაიზრდება.

იუვენტუსი დარწმუნებულია, რომ სუპერლიგის იდეა მოუტანს სარგებელს როგორც ზოგადად ფეხბურთს, ისე აღნიშნულ პროექტში მონაწილე კლუბებსაც. იმედი გვაქვს, სუპერლიგა დაიწყება რაც შეიძლება მალე და საფეხბურთო სამყარო თავად დარწმუნდება ამ იდეის მართებულობაში".

რა წესით მიიწვევენ სუპერლიგაზე დანარჩენ 5 გუნდს?

პერესი სუპერლიგაზე: "გვინდა, რომ ფეხბურთს დავეხმაროთ"