ავტორიზაცია

პერესი სუპერლიგაზე: "გვინდა, რომ ფეხბურთს დავეხმაროთ"

პერესი სუპერლიგაზე: "გვინდა, რომ ფეხბურთს დავეხმაროთ"
თარიღი 19 Apr 2021, 04:10

ევროპის სუპერლიგის მომავალმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა პირველი კომენტარი გააკეთა.

12-მა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ახალი ტურნირი დაარსა, რომლის პრეზიდენტად 74 წლის ესპანელი აირჩიეს. მისი მოადგილე, "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი იქნება.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ ფეხბურთს, მთელს მსოფლიოში შესაბამისი ადგილი დაიკავოს. ეს ერთადერთი სპორტია, რომელსაც 4 მილიარდი მოყვარული ჰყავს", - განაცხადა პერესმა.

კომენტარი ანიელიმაც გააკეთა: "ამ 12 გუნდს, მთელს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ქომაგი ჰყავს. კრიტიკულ მომენტში, ჩვენ შევიკრიბეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც სამომავლოდ გაცილებით კარგ შედეგს მოიტანს. 

გვსურს, რომ ქომაგებს გაცილებით მეტი ტოპ მატჩი შევთავაზოთ, რაც ფეხბურთისთვის საწვავივით არის", - განაცხადა ანიელიმ.

 

 

ევროპის სუპერლიგის დაწყების თარიღი ცნობილია

სუპერლიგის ფორმატი ცნობილია - 10-10 გუნდიანი ჯგუფები

პრემიერ ლიგის წესი, რომლის გამოც ინგლისური გუნდები სუპერლიგაში ვერ გაწევრიანდებიან