სუპერლიგის ფორმატი ცნობილია - 10-10 გუნდიანი ჯგუფები
ევროპის 12-მა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, ახალი სუპერლიგის დაფუძნება დაანონსა.
ესპანური გამოცემა MARCA წერს თუ რა ფორმატით ჩატარდება ახალი ჩემპიონატი, რომლის მატჩებიც სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართება.
ცნობილია, რომ ტურნირში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს - 15 დამაარსებელი და 5 მოწვეული. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 12 დამაარსებელი კლუბის ვინაობაა ცნობილი, სავარაუდოდ მათ კიდევ 3 შეუერთდებათ.
1. თავდაპირველად შედგება 2 ჯგუფი, სადაც 10-10 გუნდი იქნება.
2. ფინალურ ეტაპებზე პირდაპირი წესით თითო ჯგუფიდან გავა 3-3 გუნდი.
3. ფინალურ ეტაპებზე ფლეი ოფის წესით ჯგუფიდან გავა 2 გუნდი (4-5 ადგილები გადავლენ ფლეი ოფში, საიდანაც 2 გუნდი გადავა ფინალურ ეტაპზე).
4. 1/8 ფინალების ნაცვლად, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე იყო, დაიწყება პირდაპირ 1/4 ფინალები, სადაც 8 საუკეთესო გუნდი დარჩება, შემდეგ 1/2 ფინალები და ბოლოს ფინალი.
სუპერლიგას ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა: "ეს ფეხბურთს დააზიანებს"
ფერგიუსონი სუპერლიგის წინააღმდეგია: "70-წლიან ისტორიას გვერდით ვდებთ"
პრემიერ ლიგის წესი, რომლის გამოც ინგლისური გუნდები სუპერლიგაში ვერ გაწევრიანდებიან