სუპერლიგას ბრიტანეთის პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა: "ეს ფეხბურთს დააზიანებს"
ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა.
12-მა გუნდმა დაანონსა, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად, სუპერლიგაში ითამაშებენ.
"ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება ფეხბურთს დიდ ზიანს მიაყენებს.
ვფიქრობ, რომ ამ გუნდებმა კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე საკუთარ ქომაგებს უნდა კითხონ აზრი და მათ შეკითხვებსაც უპასუხონ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ფერგიუსონი სუპერლიგის წინააღმდეგია: "70-წლიან ისტორიას გვერდით ვდებთ"
პრემიერ ლიგის წესი, რომლის გამოც ინგლისური გუნდები სუპერლიგაში ვერ გაწევრიანდებიან