პრემიერ ლიგის წესი, რომლის გამოც ინგლისური გუნდები სუპერლიგაში ვერ გაწევრიანდებიან
ინგლისის, იტალიისა და ესპანეთის 12-მა გუნდმა ევროპის სუპერლიგის დაარსება ოფიციალურად დაადასტურა.
დიდი კლუბები გეგმავენ, რომ 20-გუნდიანი ჩემპიონატი ჩამოაყალიბონ, რომელიც ჩემპიონთა ლიგას ჩაანაცვლებს.
სიაში არის პრემიერ ლიგის "დიდი 6-ეული": ლივერპული, მანჩესტერი, ჩელსი, სიტი, არსენალი, ტოტენჰემი.
თუმცა Sky Sports-მა კლუბებს ერთი დაბრკოლება შეახსენა...
პრემიერ ლიგის წესების თანახმად, ამავე ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს არ აქვთ უფლება გაწევრიანდნენ ამა თუ იმ ლიგაში თუ ამის თანხმობას თავად ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენლობა არ გასცემს.
რაც შეეხება პრემიერ ლიგის ბოსებს, ისინი მხარს UEFA-ს უჭერენ და პირიქით, ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ გამოდიან.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ამ ფაქტზე რას ფიქრობენ "დიდი 6-ეულის" წევრები.
ევროპის სუპერლიგის პირველი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
ოფიციალურად: ევროპის სუპერლიგა დაარსდა
უეფამ, პრემიერ ლიგამ, ლა ლიგამ და სერია ა-მ სუპერლიგის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
UEFA: "12-ვე გუნდი მოიკვეთება შიდა ტურნირებიდან და მსოფლიო ჩემპიონატიდან"