ფერგიუსონი სუპერლიგის წინააღმდეგია: "70-წლიან ისტორიას გვერდით ვდებთ"
ევროპის 12-მა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ახალი ტურნირი, სუპერლიგა დაანონსა.
ამ ფაქტზე კომენტარი "მანჩესტერის" ლეგენდარულმა ექს-მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა გააკეთა.
"ევროპის ახალ სუპერლიგაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ევროპული ფეხბურთის 70-წლიან ისტორიას გვერდით ვდებთ.
მთავარი მწვრთნელის რანგში, "აბერდენში" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოვიგე. ეს პატარა პროვინციული გუნდისთვის ევერესტზე ასვლის ტოლფასი იყო.
"ევერტონი" 500 მილიონ ფუნტს ხარჯავს ახალი სტადიონის ასაშენებლად იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ამბიციები ჰქონდეს. გულშემატკივრებს მოსწონთ კონკურენცია, როგორიც ახლა არის.
"მანჩესტერში" მუშაობის დროს, ლიგის ფინალში 4-ჯერ გავედი და 4-ვე დაუვიწყარი საღამო იყო.
არ ვიცი, "იუნაიტედი" არის თუ არა ამ გარიგების საქმეში, მე გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ", - განაცხადა ფერგიუსონმა.
"ეს კრიმინალია ფანების წინააღმდეგ", - გაცოფებული გარი ნევილი სუპერლიგაზე
პრემიერ ლიგის წესი, რომლის გამოც ინგლისური გუნდები სუპერლიგაში ვერ გაწევრიანდებიან