ავტორიზაცია

კვარაცხელია ტრავმას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის სიტყვებით ეხმაურება!

კვარაცხელია ტრავმას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის სიტყვებით ეხმაურება!
თარიღი 19 Apr 2021, 13:06

ეკატერინბურგის "ურალის" წინააღმდეგ შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა.

ქართველმა შემტევმა მოახდინა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის ციტირება დოკუმენტური ფილმიდან "The Last Dance", რომელიც 90-იანების "ჩიკაგო ბულსის" შესახებ მოგვითხრობს.

ამერიკელი კალათბურთელის ციტატა ჟღერს ასე - "Look, I don’t have to do this,” Jordan continued. “I’m only doing it because it is who I am. That’s how I played the game. That was my mentality. If you don’t wanna play that way, don’t play that way".

თარგმანი - "ეს მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ  ვაკეთებ იმიტომ, რომ ასეთი ვარ. ასე ვთამამაშობ თამაშს, ესაა ჩემი მენტალობა და თუ ეს არ გსურს, მაშინ საერთოდ არ უნდა ითამაშო".

ყაზანის "რუბინის" ხელმძღვანელობას თავისი გუნდის ვინგერის ტრავმის სიმძიმის თაობაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

რუსული პრესა ვარაუდობს, რომ 20-წლის გარემარბმა მიიღო ბარძაყის კუნთის ტრავმა, რომლის მოშუშებას დაახლოებით თვე ნახევარი დასჭირდება.

"გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს", - რუსული პრესა კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმის შესახებ

VIDEO: ოღონდ ეს არა! - კვარაცხელიამ 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს