ავტორიზაცია

ახალი ფორმატი დამტკიცებულია! უეფას შეხვედრის დეტალები ცნობილია

ახალი ფორმატი დამტკიცებულია! უეფას შეხვედრის დეტალები ცნობილია
თარიღი 19 აპრ 2021, 15:02

რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიომში უეფას ექსტრენული შეკრება დასრულდა.

მასზედ, ორგანიზაციამ ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლიდან შევა. 

განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე არა ტრადიციულად 32, არამედ 36 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 4-4-გუნდიან ჯგუფებად აღარ დაიყოფიან, არამედ ერთმანეთს შერჩევითი პრინციპით დაუპირისპირდებიან.

საბოლოოდ, 8 საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გავა და ¼-ფინალები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გამთენიისას, ევროპის 12-მა წამყვანმა გუნდმა სუპერლიგის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება, რამაც დიდი აურზაური გამოიწვია.

კონკრეტულად რა სასჯელი ელით უეფას მხრიდან ევროლიგის ორგანიზატორ გუნდებს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ