ავტორიზაცია

"რატომ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ყოველ წელს რეალს შევხვდებით?", - კლოპმა სუპერლიგა ჯერ კიდევ 2019 წელს გააკრიტიკა

"რატომ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც ყოველ წელს რეალს შევხვდებით?", - კლოპმა სუპერლიგა ჯერ კიდევ 2019 წელს გააკრიტიკა
თარიღი 19 აპრ 2021, 16:03

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, სუპერლიგის შექმნის იდეაზე ჯერ კიდევ 2019 წელს ისაუბრა.

„პირადად ჩემთვის, ჩემპიონთა ლიგა ისედაც სუპერ ლიგაა, რომელშიც შენ ყოველთვის ერთიდაიგივე გუნდს არ უპირისპირდები.

რატომ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც „ლივერპული“ ზედიზედ 10 წლის მანძილზე, ყოველწელს დაუპირისპირდება მადრიდის „რეალს“? ვის ენდომება ამის ხილვა?

„იმედი მაქვს, სუპერლიგის იდეა ვერ განხორციელდება. ჩემპიონთა ლიგის სახით ფეხბურთს ძალიან კარგი ტურნირი აქვს, ევროპა ლიგაც მათ შორის.““ - აღნიშნა კლოპმა Kicker-თან საუბარში.

საინტერესოა, რომ ამჟამად, „ლივერპული“ დაარსებული ევროპული სუპერლიგის ერთ-ერთი მთვარი დამფუძნებელია.

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ფოტო: "მშვიდობით განისვენე, ლივერპულ!", - მერსისაიდული გუნდის ფანები სუპერლიგას ენფილდზე აპროტესტებენ