ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტმა დაადასტურა! რა ემუქრებათ ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ?

უეფას პრეზიდენტმა დაადასტურა! რა ემუქრებათ ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგაში ითამაშებენ?
თარიღი 19 Apr 2021, 17:04

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ყველაზე ცუდი მოლოდინი დაადასტურა.

ჩეფერინის თქმით, ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის სუპერლიგაში მიიღებენ მონაწილეობას, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან იქნებიან დისკვალიფიცირებულნი.

„ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის სუპერლიგაში ითამაშებენ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატიდან იქნებიან დისკვალიფიცირებულნი და სანაკრებო ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებენ." - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები და რას რა კომპრომისზე წავლენ მხარეები.

ცნობილი ის არის, რომ სუპერლიგის ერთ-ერთმა დაუსახელებელმა დამფუძნებელმა ამას უეფასა და ფიფასთან არა ცივი, არამედ ატომური ომი უწოდა.

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ