ავტორიზაცია

როგორი იქნება სატურნირო ცხრილები ტოპ-ჩემპიონატებში, თუ 12 გუნდს მართლაც მოკვეთავენ?

როგორი იქნება სატურნირო ცხრილები ტოპ-ჩემპიონატებში, თუ 12 გუნდს მართლაც მოკვეთავენ?
თარიღი 19 აპრ 2021, 18:31

სუპერლიგის დამაარსებელი 12 გუნდის დასჯის სხვადასხვა გზები განიხილება.

ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება მათი შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთაც კი. საინტერესოა, თუ როგორი იქნება ტოპ-ჩემპიონატების ცხრილი, თუ ამ გუნდებს მართლაც მოკვეთენ.

საფრანგეთს და გერმანიას შეგნებულად არ გთავაზობთ, რადგან მისი ლიდერები სუპერლიგის შემქმნელებს შორის არ ფიგურირებენ.

ინგლისის პრემიერ ლიგა:

1. ლესტერი - 56 ქულა
2. ვესტ ჰემი - 55 ქულა
3. ევერტონი - 49 ქულა
4. ლიდსი - 45 ქულა
5. ასტონ ვილა - 44 ქულა

ლა ლიგა: 

1. სევილია - 64 ქულა
2. ვილიარეალი - 49 ქულა
3. ბეტისი - 48 ქულა
4. სოსიეადდი - 47 ქულა
5. გრანადა - 39 ქულა

სერია ა: 

1. ატალანტა - 64 ქულა
2. ნაპოლი - 60 ქულა
3. ლაციო - 58 ქულა
4. რომა - 54 ქულა
5. სასუოლო - 46 ქულა.

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ