ავტორიზაცია

"დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიგვიღია", - რატომ თქვა უარი ბაიერნმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე?

"დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიგვიღია", - რატომ თქვა უარი ბაიერნმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე?
თარიღი 19 Apr 2021, 21:10

„ბაიერნის“ მმართველობის თავმჯდომარემ, კარლ-ჰაუნც რუმენიგემ, სუპერლიგის პროექტში ჩართვაზე უარის თქმის მიზეზები დაასახელა.

„ბაიერნს“ სუპერლიგის დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიუღია. დარწმუნებულები ვართ, რომ ამჟამინდელი მოცემულობა ფეხბურთს სერიოზულ ფუნდამენტს უყრის. „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგის რეფორმებს მიესალმება, რადგან გვჯერა, რომ ეს ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის სწორი ნაბიჯი იქნება.

მოდიფიცირებული შესარჩევი ეტაპი ტურნირს უფრო საინტერესოს და ემოციურს გახდის. არამგონია, რომ სუპერლიგამ ევროპული კლუბების ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოს, რომელიც კორონავირუსმა გაართულა.“ - აღნიშნა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანმა 12-მა კლუბმა დამოუკიდებელი ტურნირის შექმნის შესახებ ოფიციალურად გუშინ გამოაცხადა. 

ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ