"ეს ხალხი შტერი არ არის", - სუპერლიგას პირველი ცნობილი მხარდამჭერი გამოუჩნდა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ექს-ფორვარდმა, უეინ რუნიმ, სუპერლიგის შექმნის იდეას მხარი დაუჭირა.
„ხალხი, რომელიც ამ კლუბებს უდგას სათავეში - შტერი არ არის. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა გეგმები აქვთ.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ძალიან დიდხანს ვთამაშობდი და ამ კლუბის სახელით საუბარი შემიძლია. ყველაზე ნაკლებად, ისინი ქომაგებთან ურთიერთობის გაფუჭებას ისურვებდნენ, ეს ფაქტი ზუსტად ვიცი.
ისინი ცდილობენ, კლუბი განავითარონ და წინსვლა გააგრძელონ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ქომაგების ჩართვაც სურთ. ვნახოთ, რისი შემოთავაზება შეუძლიათ.“ - აღნიშნა რუნიმ.
აქამდე, ფეხბურთთან დაკავშირებული პირების უდიდესი უმრავლესობა სუპერლიგის იდეას სკეპტიკურად აფასებდა და აკრიტიკებდა.
ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ
რეალს, სიტის და ჩელსის ჩემპიონთა ლიგიდან პარასკევს მოკვეთავენ?!