კლოპი: "ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემპიონთა ლიგის ნაწილი ვყოფილიყავი"
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, სუპერლიგის შექმნის იდეას მხარი არ დაუჭირა.
„მე სუპერლიგასთან დაკავშირებით იგივე აზრზე ვრჩები. რთული საკითხია, ხალხი კმაყოფილი არ არის და მე არ ვაპირებ ბოლომდე ჩავერთო ამ სფეროში. „ლივერპული“ მეტია, ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები.
ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ჩემპიონთა ლიგის ნაწილი ვყოფილიყავი. მომწონს იდეა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა „ვესტ ჰემმა“ ითამაშოს.
გახსოვდეთ: კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გულშემატკივრები და თვითონ გუნდი არიან. ჩვენ ამას წინ არანაირად არ უნდა აღვუდგეთ.“ - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
საინტერესოა, რომ კლოპი სუპერლიგის შექმნის იდეას ჯერ კიდევ 2019 წელს ეწინააღმდეგებოდა.