ავტორიზაცია

VIDEO: მატჩის გმირი მნიშვნელოვან მატჩში - მაკარიძემ პენალტი მოიგერია

თარიღი 20 აპრ 2021, 01:05

ლა ლიგა 2-ის 35-ე ტურში "ალმერია" ლიდერ "ესპანიოლს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მასპინძელთა ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ძირითად შემადგენლობაში იყო.

მაკარიძემ 69-ე წუთზე პენალტი მოიგერია, გუნდი მარცხს გადაარჩინა და მატჩის გმირად იქცა.

35 ტურის შემდეგ, ქართველი მეკარის "ალმერიას" 61 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ლა ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.

AS-ი მაკარიძის შესახებ: "კატის რეფლექსები აქვს"