ავტორიზაცია

"სხვა გუნდებმა რაღა ქნან?" - დვალიშვილი სუპერლიგის წინააღმდეგია

"სხვა გუნდებმა რაღა ქნან?" - დვალიშვილი სუპერლიგის წინააღმდეგია
თარიღი 20 აპრ 2021, 01:28

სუპერლიგის ტურნირის შემოტანამ ევროპულ ფეხბურთში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

GOAL.GE-სთან საუბარში ვეტერანი ფეხბურთელი და "დინამო ბათუმის" სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი ამბობს, რომ ის ამ ტურნირის წინააღმდეგია.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ტურნირის ჩატარების წინააღმდეგი ვარ. იქ მხოლოდ 12-15 გუნდი ითამაშებს და დანარჩენმა კლუბებმა რაღა უნდა ქნან?" - გვითხრა დვალიშვილმა.

დღევანდელი სურათი კი ისეთია, რომ ცოტაა ადამიანი, ვინც ამ ტურნირის ჩატარების მომხრეა.

"ჩვენნაირ ქვეყნებს დააზარალებს" - ცეცაძე სუპერლიგის წინაააღმდეგია