ავტორიზაცია

"ჩვენნაირ ქვეყნებს დააზარალებს" - ცეცაძე სუპერლიგის წინაააღმდეგია

"ჩვენნაირ ქვეყნებს დააზარალებს" - ცეცაძე სუპერლიგის წინაააღმდეგია
თარიღი 19 Apr 2021, 23:02

მოგეხსენებათ, სუპერლიგის ტურნირის შემოტნამ ევროპულ ფეხბურთში დიდი აურზაური გამოიწვია.

ნაწილი ამ ტურნირის ჩატარებას ემხრობა, უმრავლესობა კი მაინც წინააღმდეგია.

გამოცდილი სპეციალისტი, "სამტრედიას" თავკაცი გია ცეცაძე თვლის, რომ სუპერლიგა ჩვენნაირ ქვეყნებს დააზარალებს.

"ამ ტურნირის ჩატარების წინააღმდეგი ვარ და ზოგადად, ყველა ტურნირის წინააღმდეგი ვარ, რაც უეფას იქით ტარდება.

სუპერლიგაზე დიდი გუნდები იასპარეზებენ და მათთვის დიდი ფინანსური მოგება იქნებაა, სხვა ქვეყნებს, თუნდაც ჩვენნაირს, დააზარალებს.

ეს არის ფინანსური ახირება და მათი მიზანი, რომ მმართველი ორგანო უეფა ჩაძირონ", - განუცხადა ცეცაძემ GOAL.GE-ს.

 

"ეს ხალხი შტერი არ არის", - სუპერლიგას პირველი ცნობილი მხარდამჭერი გამოუჩნდა

"დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიგვიღია", - რატომ თქვა უარი ბაიერნმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე?