ავტორიზაცია

ფოტო: "აღლუმისთვის ცოტა გვიანია", - ვულვზმა თავი პრემიერ ლიგის ჩემპიონად გამოიცხადა

ფოტო: "აღლუმისთვის ცოტა გვიანია", - ვულვზმა თავი პრემიერ ლიგის ჩემპიონად გამოიცხადა
თარიღი 20 აპრ 2021, 16:30

სუპერლიგის შექმნის იდეას „ვულვერჰემპტონი“ ირონიულად გამოეხმაურა.

„მგლებმა“ „ტვიტერის“ ოფიციალური ვებ-გვერდის აღწერაში 2018/19-წლის პრემიერ ლიგის ჩემპიონად გამოაცხადეს.

საქმე ისაა, რომ ხალხი სუპერლიგის მონაწილე გუნდების შიდა ჩემპიონატიდან მოკვეთასაც ითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ 2018/19-სეზონში „ვულვზმა“ პრემიერ ლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა, ტოპ-ექვსეულის გუნდების გარეშე, ჩემპიონიც სწორედ ის იქნებოდა.


 

"2024 წელს ფეხბურთი მკვდარი იქნებოდა", - პერესის სრული ინტერვიუ სუპერ ლიგაზე