"სუპერლიგა? მე ჩემი პოზიციის მომხრე პირველივე დღიდან ვარ" , - პსჟ-ს პრეზიდენტი
„პსჟ-ს“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, ევროპის სუპერლიგის შექმნაზე ისაუბრა.
„ჩვენ უეფასთან მუშაობას ვაგრძელებთ. „პსჟ“ დარწმუნებულია, რომ ფეხბურთი არის სპორტი ყველასთვის.
მე ამ პოზიციის მომხრე პირველივე დღიდან ვარ.“ - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ თავის ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ალ-ხელაიფი უეფას აღმასრულებელ კომიტეტში შედის როგორც ევროპული კლუბების წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის შექმნის შესახებ 12-მა კლუბმა გამოაცხადა: „მილანმა“, „არსენალმა“, „ატლეტიკომ“, „ჩელსიმ“, „ბარსელონამ“, „ინტერმა“, „იუვენტუსმა“, „ლივერპულმა“, „მანჩესტერ სიტიმ“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „რეალმა“ და „ტოტენჰემმა“.
ცნობილია, რომ სუპერლიგაში მონაწილეობას 20 გუნდი მიიღებს (15 დამფუძნებელი და 5 მოწვეული).
"უღრმესი მადლობა, ძალიან კარგი ადამიანი ხართ", - უეფას პრეზიდენტი პსჟ-ს მფლობელის მადლიერია