"უღრმესი მადლობა, ძალიან კარგი ადამიანი ხართ", - უეფას პრეზიდენტი პსჟ-ს მფლობელის მადლიერია
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „პსჟ-ს“ მფლობელს, ნასელ ალ-ხელაიფის მადლობა გადაუხადა.
„ნასერ, უღრმესი მადლობა, მთელი გულით. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესანიშნავი ადამიანი ხართ.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.
იწერება, რომ სუპერლიგის დამფუძნებლებმა „პსჟ“ პოტენციური მონაწილეების სიაში შეიყვანეს, მაგრამ პარიზულმა გრანდმა უარი თქვა.
„პსჟ-ს“ მხრიდან უარის თქმის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ გუნდის მფლობელი, ნასერ ალ-ხელაიფი, ტელეარხ beIN Sports-ის მფლობელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ტრანსლაციების უფლება 2024 წლამდე აქვს ნაყიდი.
გუშინდელი ინტერვიუს დროს, ფლორენტინო პერესმა აღნიშნა, რომ „პსჟ" სუპერლიგის იდეაში არ დაუპატიჟებიათ.
პსჟ-სთვის თასის გადაცემა თუ გავარდნილი გუნდების დაბრუნება? - რამდენიმე ვარაუდი 1/2 ფინალის გარშემო
გვიანი ჯერ კიდევ არ არის - ბაიერნს, პსჟ-სა და დორტმუნდს სუპერლიგაში გაწევრიანების დედლაინი დაუწესეს