პსჟ-სთვის თასის გადაცემა თუ გავარდნილი გუნდების დაბრუნება? - რამდენიმე ვარაუდი 1/2 ფინალის გარშემო
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში არის სუპერლიგის სამი წევრი - მადრიდის "რეალი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი".
Bild-ის ინფორმაციით, პარასკევს, 23 აპრილს უეფა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას აღნიშნული სამი გუნდის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალიდან გარიცხვა/დატოვების თაობაზე.
პრესაში ვარაუდის სახით ფიგურირებს ორი ვარიანტი - აღნიშნული სამეულის გარიცხვის შემთხვევაში 1/4 ფინალში გავარდნილი სამი გუნდის დაბრუნება.
საუბარია მიუნხენის "ბაიერნის", დორტმუნდის "ბორუსიასა" და "პორტოს" შესახებ. ინტერნეტში ვრცელდება კიდევ ერთი ვერსია:
სამეულის გარიცხვა და ჩემპიონთა ლიგის გადაცემა "პარი სენ-ჟერმენისთვის", რომელიც აგრეთვე არის 1/2 ფინალში. მოკლედ, ყველაფერი კვირის ბოლოს გადაწყდება.
გვიანი ჯერ კიდევ არ არის - ბაიერნს, პსჟ-სა და დორტმუნდს სუპერლიგაში გაწევრიანების დედლაინი დაუწესეს
"არსენალი და ტოტენჰემი სუპერლიგაში? სან-მარინოს ჩემპიონატის ყურება მირჩევნია", - ნევილი