ავტორიზაცია

გვიანი ჯერ კიდევ არ არის - ბაიერნს, პსჟ-სა და დორტმუნდს სუპერლიგაში გაწევრიანების დედლაინი დაუწესეს

გვიანი ჯერ კიდევ არ არის - ბაიერნს, პსჟ-სა და დორტმუნდს სუპერლიგაში გაწევრიანების დედლაინი დაუწესეს
თარიღი 19 Apr 2021, 23:58

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა", "პარი სენ-ჟერმენმა" და დორტმუნდის "ბორუსიამ" სუპერლიგაში შესვლაზე უარი განაცხადეს.

Bild-ის ინფორმაციით, სუპერლიგის დამაარსებლებმა და მონაწილეებმა აღნიშნულ სამეულს დაუწესეს დედლაინი, შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთი შანსი.

"რეკორდმაისტერსა" და "შავ-ყვითლებს" საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ექნებათ 30 დღე, "პსჟ"-ს კი ორი კვირით ნაკლები.

საუბარია მუდმივ წევრობასა და თანამეწილეობაზე, როგორც ეს სტატუსი დანარჩენ 12 გუნდს აქვს. სხვა დეტალები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

"დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიგვიღია", - რატომ თქვა უარი ბაიერნმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე?

"დორტმუნდმაც და ბაიერნმაც სუპერლიგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - ვაცკე