"დორტმუნდმაც და ბაიერნმაც სუპერლიგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - ვაცკე
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ თავისი კლუბის სუპერლიგაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ისაუბრა:
"ევროპული კლუბების ასოციაციის წევრებმა ჩაატარეს ვირტუალური კონფერენცია და მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც ბევრისთვის გამაოგნებელი გამოდგა.
ისინი მიდიან უეფას დადგენილი წესებისა და ჩემპიონთა ლიგის ფორმატის წინააღმდეგ, რაც გამართლებული ნამდვილად არ არის.
როგორია ჩვენი პოზიცია სუპერლიგასთან დაკავშირებით? დორტმუნდაც და ბაიერნმაც უარი განაცხადა, ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება", - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში მონაწილე გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ვერ იასპარეზებს. პროექტს ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე, მათ შორის ფიფა და უეფა.
ყველაფერი, რაც ევროპის ახალი სუპერლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ
იუვენტუსის ოფიციალური განცხადება: რა თანხას მიიღებენ სუპერლიგის კლუბები?