"არსენალი და ტოტენჰემი სუპერლიგაში? სან-მარინოს ჩემპიონატის ყურება მირჩევნია", - ნევილი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა გააკრიტიკა სუპერლიგის მონაწილე გუნდები, კერძოდ კი ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი":
"არსენალი და ტოტენჰემი სუპერლიგაში? სან-მარინოს ჩემპიონატის ყურება მირჩევნია. ამ ორი გუნდის თამაში მხოლოდ სიცილის იწვევს.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაურკვეველია, თუ რა დამსახურებების გამო მოხვდნენ ლონდონელები ევროპის სუპერლიგაში.
ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა, როგორც მათი მონაწილეობა, ისე ზოგადად ეს ფორმატი", - განაცხადა ინგლისელმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, "ჰოტსპური" პრემიერ ლიგაში ამჟამად არის მეშვიდე ადგილზე, "მეთოფეები" კი მერცხრე ადგილს ვერ სცილდებიან.
"პრემიერ ლიგაში სუპერლიგისთვის ძალებს გამოიზოგავენ", - კარაგერი ეპლ-ის გრანდებს აკრიტიკებს
"დაგეგმარებაში მონაწილეობა არ მიგვიღია", - რატომ თქვა უარი ბაიერნმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე?