"პრემიერ ლიგაში სუპერლიგისთვის ძალებს გამოიზოგავენ", - კარაგერი ეპლ-ის გრანდებს აკრიტიკებს
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა გააკრიტიკა სუპერლიგის იდეა და მისი მონაწილეები:
"ლივერპული არის ინგლისის 20-გზის ჩემპიონი და კლუბის მფლობელები ამ ისტორიას საკუთარი ჯიბეების გასქელებისთვის იყენებენ.
ექვსი გუნდი გუნდი, რომელიც სუპერლიგაში გაწევრიანდა პრემიერ ლიგას გამოიყენებს როგორც ქვეყნის თასს, როგორც რაღაც მეორეხარისხოვანს.
ისინი ეპლ-ში ძალებს გამოიზოგავენ იმისთვის, რომ რეალსა და ბარსელონასთან მზადყოფნაში იყვნენ", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, ინგლისის ჩემპიონატიდან სუპერლიგაში გაწევრიანდნენ მერსისაიდელები, "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და ლონდონის "ჩელსი", "არსენალი", "ტოტენჰემი".
"დორტმუნდმაც და ბაიერნმაც სუპერლიგის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო", - ვაცკე
"ეს ხალხი შტერი არ არის", - სუპერლიგას პირველი ცნობილი მხარდამჭერი გამოუჩნდა