"მდიდრებმა ფეხბურთის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, სირცხვილია", - ფერდინანდი
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა ევროპის სუპერლიგის შექმნაზე განცხადება გააკეთა.
"მდიდრებმა ფეხბურთის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, სირცხვილია. ფულის ტომრებისთვის დახურული კლუბი დახურული კლუბი შექმნეს. მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, დანარჩენებზე საერთოდ არავინ არ ფიქრობს", - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს The Sun.
მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, უეფამ შესაძლოა 50-60 მილიარდ ევროზე იმ გუნდების წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი, რომლებსაც ახალ ტურნირში მონაწილეობის მიღება სურთ. გარდა ამისა, უეფა ამ კლუბებს ევროთასებიდან მოკვეთით ემუქრება.
უეფასა და პსჟ-ს შორის არსებული "ყატარულ-ჯიგრული ძმობა" - რატომ არ სურთ მათ სუპერლიგა?