"უსარგებლოა", - ევროპის სუპერლიგის შექმნას ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა
მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სუპერლიგის შექმნაზე განცხადება გააკეთა.
რუსი მებრძოლი სკანდალურ სიახლეს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა.
"უსარგებლოა", - წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, უეფამ შესაძლოა 50-60 მილიარდ ევროზე იმ გუნდების წინააღმდეგ შეიტანოს საჩივარი, რომლებსაც ახალ ტურნირში მონაწილეობის მიღება სურთ. გარდა ამისა, უეფა ამ კლუბებს ევროთასებიდან მოკვეთით ემუქრება.
"მდიდრებმა ფეხბურთის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, სირცხვილია", - ფერდინანდი