ოზილი: "დიდი მატჩებით სიამოვნება ის არის, რომ წელიწადში 1-2-ჯერ იმართება და არა ყოველკვირა"
"ფენერბაჰჩეს" ნახევარმცველმა, მესუთ ოზილმა ევროპის სუპერლიგის შექმნაზე განცხადება გააკეთა.
"ბავშვები იზრდებიან, ოცნებობენ მსოფლიო ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე და არა რაღაც სუპერლიგის. დიდი მატჩებით სიამოვნება ის არის, რომ წელიწადში 1-2-ჯერ იმართება და არა ყოველკვირა. ფეხბურთის ყველა გულშემატკივრისთვის ამის გაგება ძალიან რთულია", - წერს ოზილი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.
უეფა ამ კლუბებს ევროთასებიდან და შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთით ემუქრება.
"უსარგებლოა", - ევროპის სუპერლიგის შექმნას ხაბიბ ნურმაგომედოვიც გამოეხმაურა