ავტორიზაცია

"ეს იდეა შორს ვერ წავა", - არსენ ვენგერი ევროპის სუპერლიგაზე

"ეს იდეა შორს ვერ წავა", - არსენ ვენგერი ევროპის სუპერლიგაზე
თარიღი 20 Apr 2021, 20:57

"არსენალის" ექს-მწვრთნელი, ამჟამად კი ფიფას ფეხბურთის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, არსენ ვენგერი ევროპის სუპერლიგის შექმნას გამოეხმაურა.

"ცუდი იდეაა. ფეხბურთი ერთიანი უნდა იყოს, ეს არის მთავარი. იგი ემყარება სპორტულ პრინციპებსა და ფეხბურთის ისტორიის პატივისცემას. პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს იდეა შორს ვერ წავა", - ციტირებს ვენგერის სიტყვებს talkSPORT.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.

უეფა ამ კლუბებს ევროთასებიდან და შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთით ემუქრება.

ოზილი: "დიდი მატჩებით სიამოვნება ის არის, რომ წელიწადში 1-2-ჯერ იმართება და არა ყოველკვირა"