"ახლა ვიცით, ვინ ვინ არის", - უეფას პრეზიდენტმა სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების ხელმძღვანელებს ხარბები უწოდა
უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა სუპერლიგის დამფუძნებელი 12 კლუბის ხელმძღვანელების შესახებ ისაუბრა.
"ადვოკატობისას სხვადასხვა ადამიანს შევხვედრილვარ. იყვნენ მატყუარები, მაგრამ აგრეთვე ბევრი კარგი ადამიანიც, ისინი, ვისიც მჯეროდა და ვენდობოდი. დღესაც მჯერა გერმანული და ფრანგული კლუბების, ლიგების, ფეხბურთის ფედერაციების. ფეხბურთში საკმარისი მეგობარი მყავს. ფეხბურთი კორუმპირებული არ არის. მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფია ასეთი. მათ სიხარბე ამოძრავებთ. ალბათ, არც თავად თამაში, ფეხბურთი არ აინტერესებთ. მათ არ აინტერესებთ არა ტაბლოზე არსებული ციფრები, არამედ თავიანთი ანგარიშები აინტერესებთ", - თქვა ჩეფერინმა ვიდეო კონფერენციის დროს.
"12 მდიდარის ამ ჯგუფს არაფერი ანაღვლებს. არ ანაღვლებთ სოლიდარობა. თავიანთი ჯიბეები აინტერესებთ, ცნობადობა. უკვე პოპულარულები არიან, მაგრამ ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით. თუმცა, ვიმეორებ, კარგია: ახლა ვიცით, ვინ ვინ არის. ნათელია, ვინ აღმოჩნდა ფეხბურთში მისი სიყვარულის გამო და ვინ სხვა მიზეზების გამო", - დაამატა მოგვიანებით უეფას ხელმძღვანელმა.
მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.
"ეს იდეა შორს ვერ წავა", - არსენ ვენგერი ევროპის სუპერლიგაზე