ავტორიზაცია

"არ იდარდოთ, სუპერლიგის ფეხბურთელებს უეფას ტურნირებში მონაწილეობას არ აუკრძალავენ", - პერესი

"არ იდარდოთ, სუპერლიგის ფეხბურთელებს უეფას ტურნირებში მონაწილეობას არ აუკრძალავენ", - პერესი
თარიღი 20 Apr 2021, 21:48

"რეალისა" და სუპერლიგის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უეფასა და ფიფას მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ ისაუბრა.

"სუპერლიგის ფეხბურთელებს უეფას ეგიდით გასამართ მატჩებში ეროვნული ნაკრებების რიგებში თამაშს აუკრძალავენ? არ იდარდოთ, ეს არ მოხდება. დისკვალიფიკაციით არ დასჯიან, თუ სუპერლიგას შემოუერთდებიან".

"აგრეთვე, "რეალს", "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგიდან და შიდა ჩემპიონატებიდან არ მოკვეთენ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ", - ციტირებს პერესის სიტყვებს El Chiringuito.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.

უეფა გამოვიდა ინიციატივით, რომ იმ კლუბებსა და ფეხბურთელებს, რომლებიც სუპერლიგის მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, მისი ეგიდით გასამართ დანარჩენ ტურნირებში ასპარეზობას აუკრძალავენ.

"ახლა ვიცით, ვინ ვინ არის", - უეფას პრეზიდენტმა სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბების ხელმძღვანელებს ხარბები უწოდა