ალვეში: "ზემოთ მყოფ ხალხს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ დიდზე მეოცნებე პატარებს შესაძლებლობები გაუფუჭონ"
"ბარსელონასა" და ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველმა, დანი ალვეშმა ევროპის სუპერლიგის შექმნაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
"ფეხბურთი ყოველთვის იყო და იქნება სპორტის ის სახეობა, რომელიც ვითარდება და იცვლება", - ციტირებს 37 წლის უკანახაზელის სიტყვებს Goal.com.
"ზემოთ მყოფ ხალხს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ დიდზე მეოცნებე პატარებს შესაძლებლობები გაუფუჭონ", - დასძინა ალვეშმა.
მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.
"არ იდარდოთ, სუპერლიგის ფეხბურთელებს უეფას ტურნირებში მონაწილეობას არ აუკრძალავენ", - პერესი