ავტორიზაცია

"ბევრი რამ იყრება წყალში მოკლევადიანი ფინანსური სარგებელის მისაღებად", - ფიფას პრეზიდენტი

"ბევრი რამ იყრება წყალში მოკლევადიანი ფინანსური სარგებელის მისაღებად", - ფიფას პრეზიდენტი
თარიღი 20 Apr 2021, 22:06

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ უეფას კონგრესის მიმდინარეობისას ევროპის სუპერლიგის შექმნაზე გააკეთა განცხადება.

"თავდაუზოგავად და ძალიან ბევრს ვმუშაობდი ევროპული ფეხბურთის პრინციპებისა და ღირებულებების დასაცავად, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ბევრი რამ წყალში იყრება მოკლევადიანი ფინანსური სარგებელის მისაღებად".

"ადამიანები უნდა დაფიქრდნენ და გაიგონ ამ ქმედებების პასუხისმგებლობა, ყველა მოყვარულსა და გულშემატკივარზე უნდა დაფიქრდნენ, რომლებმაც შექმნეს დღევანდელი ევროპული ფეხბურთი. მისი ასაკი 100 წელზე მეტია, ჩვენი და ჩემი პირადი დავალებაა სპორტის, ნაკრებებისა და ეროვნული ჩემპიონატების ევროპული მოდელის დაცვა. თუ ვიღაც თავისი გზით წასვლას აირჩევს, მაშინ მოუწევს შეეგუოს იმას, რაც ამ არჩევანს მოყვება", - ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს ТАСС.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.

ალვეში: "ზემოთ მყოფ ხალხს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ დიდზე მეოცნებე პატარებს შესაძლებლობები გაუფუჭონ"