ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგის კლუბებს: "ჯენტლმენებო, უდიდესი შეცდომა დაუშვით, გონს მოდით!"

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგის კლუბებს: "ჯენტლმენებო, უდიდესი შეცდომა დაუშვით, გონს მოდით!"
თარიღი 20 Apr 2021, 22:15

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპული საფეხბურთო კავშირის კონგრესის მიმდინარეობისას სუპერლიგის შემქმნელ კლუბებს მიმართა.

"იმ კლუბებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა დიდები და ხელშეუხებლები არიან, უნდა ახსოვდეთ, საიდან დაიწყეს. და უნდა გაიგონ, ის ფაქტი, რომ დღეს ევროპული გრანდები არიან, ნაწილობრივ უეფას დამსახურებაა".

"ჯენტლმენებო, უდიდესი შეცდომა დაუშვით. ზოგი ამას სიხარბეს უწოდებს, ზოგი - შეურაცხყოფას ან ქედმაღლობას. მაგრამ ჯერ კიდევ არის აზრის შეცვლის დრო. შეცდომებს ყველა უშვებს. გონს მოდით!", - თქვა ჩეფერინმა.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, ახალი ტურნირი სტარტს 2021 წლის აგვისტოში აიღებს.

"ბევრი რამ იყრება წყალში მოკლევადიანი ფინანსური სარგებელის მისაღებად", - ფიფას პრეზიდენტი