ავტორიზაცია

BREAKING: ევროპის სუპერლიგას ორი კლუბი ტოვებს!

BREAKING: ევროპის სუპერლიგას ორი კლუბი ტოვებს!
თარიღი 20 Apr 2021, 22:24

უკვე არაერთი გამოცემა ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის სუპერლიგას ორი კლუბი ტოვებს.

როგორც იწერება, ორი დღის წინ შექმნილი ტურნირიდან "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" გადიან.

არსებული ცნობით, ლონდონური კლუბი სუპერლიგის მონაწილეთა სიიდან გასვლის მიზნით დოკუმენტებს ამზადებს.

ცნობისთვის, "არისტოკრატთა" გულშემატკივრებმა აქამდე საშინაო სტადიონ "სტემფორდ ბრიჯთან" საპროტესტო აქცია გამართეს, რასთან დაკავშირებითაც მათთან "ჩელსის" ტექნიკური მრჩეველი, პეტერ ჩეხი მივიდა.

"ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" იმ 12 კლუბს შორის არიან, რომლებიც სუპერლიგის დამფუძნებლებად მოგვევლინნენ.

უეფას პრეზიდენტი სუპერლიგის კლუბებს: "ჯენტლმენებო, უდიდესი შეცდომა დაუშვით, გონს მოდით!"