ავტორიზაცია

სუპერლიგას კრახი ელის? — 12-ვე გუნდს შორის საგანგებო შეხვედრა დაითქვა

სუპერლიგას კრახი ელის? — 12-ვე გუნდს შორის საგანგებო შეხვედრა დაითქვა
თარიღი 20 Apr 2021, 22:41

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Talksport-ი საკმაოდ ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს.

ასე და ამგვარად, როგორც იწერება, ევროპის სუპერლიგის 12-ვე გუნდს შორის საგანგებო შეხვედრა დაითქვა ტურნირზე უარის თქმის განსახილველად.

არსებული ცნობით, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" გარდა, ლიგის დატოვების სურვილი უკვე "ატლეტიკომ" და "ბარსელონამაც" გამოთქვეს.

მოგეხსენებათ, აქამდე, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უეფა ამ კლუბებს ევროთასებიდან და შიდა ჩემპიონატებიდან მოკვეთით ემუქრება.

BREAKING: ევროპის სუპერლიგას ორი კლუბი ტოვებს!