ბარსელონა სუპერლიგის წევრი ჯერ კიდევ არ არის — რა პუნქტი ჩადო ლაპორტამ დოკუმენტში?
"ბარსელონა" ევროპის სუპერლიგის მონაწილეთა შემადგენლობაში ჯერ კიდევ არ შესულა.
TV3-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბს კლუბის წევრებისგან სჭირდება თანხმობა ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ ამ შემთხვევაშ შეძლებს "ბარსა" გახდეს სუპერლიგის წევრი.
დოკუმენტში, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მოაწერა ხელი, დევს სპეციალური პუნქტი, რომელიც კატალონიელებს ტურნირიდან გასვლის გამო ჯარიმების დაკისრებისგან იცავს, იმ შემთხვევაში, თუ კლუბის წევრები სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ახალი ტურნირის 12-ვე გუნდს შორის საგანგებო შეხვედრა დაითქვა ტურნირზე უარის თქმის განსახილველად.
მოგეხსენებათ, აქამდე, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი.