სუპერლიგის გარშემო არსებული მოვლენების გამო, მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე-პრეზიდენტი გადადგა!
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა, იტყობინება ბრიტანული გამოცემა, Talksport-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, "ეშმაკუნების" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა ედ ვუდვორდმა.
როგორც აღინიშნება, ვუდვორდის ეს გადაწყვეტილება ევროპის სუპერლიგის გარშემო არსებულ მოვლენებს უკავშირდება - "ემიუ" ტურნირის დამფუძნებელ 12 კლუბს შორისაა.
ცნობისთვის, ინგლისელი "ემიუში" წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოსტზე - უფრო კონკრეტულად კი 2005 წლიდან, როცა კლუბი გლეიზერების ოჯახმა შეიძინა.
საინტერესოა, რომ ევროპის სუპერლიგის 12-ვე გუნდს შორის საგანგებო შეხვედრა დაითქვა ტურნირზე უარის თქმის განსახილველად.
მოგეხსენებათ, აქამდე, სუპერლიგის წევრობას "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დათანხმდნენ. დანარჩენი 8 გუნდის ვინაობა კი მოგვიანებით უნდა გახდეს ცნობილი.
ბარსელონა სუპერლიგის წევრი ჯერ კიდევ არ არის — რა პუნქტი ჩადო ლაპორტამ დოკუმენტში?