ავტორიზაცია

კრახი გარდაუვალია — სუპერლიგის 12-ვე კლუბი ტურნირიდან გამოსვლაზე მუშაობს!

კრახი გარდაუვალია — სუპერლიგის 12-ვე კლუბი ტურნირიდან გამოსვლაზე მუშაობს!
თარიღი 20 Apr 2021, 23:25

გუშინ შექმნილი ევროპის სუპერლიგა უკვე დაშლის პირას არის.

The Telegraph-ის ჟურნალისტი, სემ უოლესი იტყობინება, რომ ტურნირის დამფუძნებელმა 12-ვე კლუბმა ტურნირიდან გამოსვლის სტრატეგია განიხილეს.

როგორც აღინიშნება, კლუბების ხელმძღვანელებმა "გულშემატკივრებს მოუსმინეს".

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსი" სუპერლიგის დატოვებისთვის დოკუმენტებს უკვე ამზადებს. ლონდონური კლუბის გზას მიჰყვებიან "მანჩესტერ სიტი" და "ატლეტიკოც".

ასე და ამგვარად, როგორც ჩანს, ახალი ტურნირის კრახი გარდაუვალია...

სუპერლიგის გარშემო არსებული მოვლენების გამო, მანჩესტერ იუნაიტედის ვიცე-პრეზიდენტი გადადგა!