ავტორიზაცია

სუპერლიგასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, იუვენტუსის პრეზიდენტიც გადადგა!

სუპერლიგასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, იუვენტუსის პრეზიდენტიც გადადგა!
თარიღი 20 აპრ 2021, 23:38

სუპერლიგის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ "იუვენტუსის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა, წერს talkSPORT-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინული გრანდიდან ფუნქციონერის წასვლის მიზეზი ახალი ტურნირის შექმნით გამოწვეული ნეგატიური რეაქცია გახდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის კლუბები შეხვედრას გამართავენ, სადაც პროექტის დაშლას განიხილავენ.

სუპერლიგა გუშინ დაფუძნდა, რომელთა წევრებიც "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი" გახდნენ.

უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინის თქმით, სუპერლიგის კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

კრახი გარდაუვალია — სუპერლიგის 12-ვე კლუბი ტურნირიდან გამოსვლაზე მუშაობს!