ავტორიზაცია

ისე ახლოს, როგორც არასდროს - გლეიზერების ოჯახმა შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედი გაყიდოს!

ისე ახლოს, როგორც არასდროს - გლეიზერების ოჯახმა შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედი გაყიდოს!
თარიღი 20 Apr 2021, 23:43

გლეიზერების ოჯახმა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" ფლობს, შეიძლება კლუბის გაყიდვის ვარიანტი განიხილოს.

ასეთი გადაწყვეტილება ევროპის სუპერლიგის გარშემო არსებული მოვლენების გამოა შესაძლებელი - "ემიუ" ტურნირის დამფუძნებელ 12 კლუბს შორისაა.

როგორც Daily Mail-ის ჟურნალისტი, მაიკ კიგანი წერს, ახლა ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ გლეიზერები "იუნაიტედს" ნამდვილად გაყიდიან.

ცოტა ხნის წინ, "ეშმაკუნების" ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა ედ ვუდვორდმა, რომელიც კლუბში 2005 წლიდან მუშაობდა.

გლეიზერებმა "მანჩესტერ იუნაიტედი" 2005 წელს, 790 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს.

სუპერლიგასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, იუვენტუსის პრეზიდენტიც გადადგა!