ასეთი ტემპებით კანკავა ზედიზედ მესამე ინდივიდუალურ ჯილდოს მიიღებს - კაპიტნის მორიგი წარმატება
"ამიენისა" და "ვალანსიენის" შეხვედრაში სტუმრების მხრიდან საუკეთესო იყო ჯაბა კანკავა, რომელიც საიმედო ქმედებებით გამოირჩეოდა.
ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ბურთს შეეხო 76-ჯერ, გააკეთა 55 გადაცემა 88.7%-იანი სიზუსტით, მოიგო 12-დან 7 ორთაბრძოლა და მის წინააღმდეგ 4-ჯერ იქნა დარღვეული თამაშის წესი.
"წითლების" ჩამშლელის კარგი თამაში აღნიშნა Franceactualite-მაც, რომელმაც დაწერა შემდეგი - "კანკავა ყველგან იყო!". 35 წლის ის ვალანსიენს მართლაც მშვენივრად მოერგო".
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰავბეკი გასულ მარტსა და თებერვალში "წითლების" თვის საუკეთსო ფეხბურთელი გახდა.
ჯაბას კარგი ფორმისა და შედეგების გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ იგივე აპრილშიც განმეორდეს. "ვალანსიენი" შემდეგ მატჩს ჩაატარებს 24 აპრილს, "ლე-ავრთან".
ზედიზედ მეორედ - ჯაბა კანკავა ფრანგულ გუნდში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
"კანკავა ჩვენთვის იყო როგორც თორი შურისმაძიებლებისთვის", - ტობოლის მცველი