ავტორიზაცია

ოფიციალურად: სუპერლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა!

ოფიციალურად: სუპერლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა!
თარიღი 21 აპრ 2021, 15:30

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის ახალ, არშემდგარ სუპერლიგაში მხოლოდ სამი გუნდი დარჩა.

უკანასკნელი გუნდი, რომელმაც მისი დატოვება დაადასტურა - „მილანია“. „როსონერი“ ინგლისელებს, თანაქალაქელ „ინტერს“ და „ატლეტიკოს“ შეუერთდა და პროექტზე უარი თქვა.

შესაბამისად, ამ ეტაპზე სუპერლიგაში თავდაპირველი გუნდიდან სამად სამიღა რჩება - მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“.

„რეალისა“ და „იუვენტუსის“ პოზიცია გასაგებია - მისი პრეზიდენტები, ფლორენტინო პერესი და ანდრეა ანიელი, პროექტის მთავარი სულიჩამდგმელები არიან და არცაა გასაკვირი, რომ გამოსვლას არ ჩქარობენ. „ბარსელონას“ პოზიცია კი ამ ეტაპზე უცნობია.

ერთადერთი, რაც „ბარსელონამ“ ბოლო 24 საათში გააკეთა, არის ჟოან ლაპორტას კომენტარი, რომელმაც დასძინა, რომ გუნდი ჯერჯერობით სუპერლიგის ოფიციალური წევრი არ არის და ეს გუნდის სოსიოსის (წევრების) გადასაწყვეტი საკითხია.
 

LIVE: სუპერლიგა ჩაიშალა? სრული სიგიჟე საფეხბურთო სამყაროში!

რომანოს სიტყვები ოფიციალურად დადასტურდა: სუპერ ლიგიდან გასვლა იტალიელებმაც დაიწყეს