"რას ფიქრობთ ამის შესახებ?", - კონორ მაკგრეგორმა მანჩესტერ იუნაიტედის შეძენის სურვილი გამოთქვა
UFC-ს მებრძოლმა, კონორ მაკრეგორმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაზე ფიქრობს.
ამის შესახებ 32 წლის ირლანდიელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"გამარჯობა, ბიჭებო, "მანჩესტერ იუნაიტედის" შეძენაზე ვფიქრობ! რას ფიქრობთ ამის შესახებ?", - წერს მაკგრეგორი.
მოგეხსენებათ, გუშინ, ედ ვუდვორდმა "ემიუს" ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბმა ევროპის სუპერლიგა დატოვა. პრესაში გავრცელებული ცნობით, "ეშმაკუნების" მფლობელები, გლეიზერების ოჯახი, კლუბის აქციების გაყიდვას გეგმავენ.
სუპერლიგის შექმნა 19 აპრილს დადასტურდა, რომელიც 12-მა კლუბმა დააფუძნა - "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი".
ისე ახლოს, როგორც არასდროს - გლეიზერების ოჯახმა შეიძლება მანჩესტერ იუნაიტედი გაყიდოს!