"ფეხბურთი გულშემატკივრებს ეკუთვნით", - პიკე სუპერლიგიდან ინგლისური კლუბების გასვლას გამოეხმაურა
"ბარსელონას" მცველმა, ხერარდ პიკემ ევროპის სუპერლიგის პროექტიდან ინგლისური კლუბების გასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ფეხბურთი გულშემატკივრებს ეკუთვნით. დღეს იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე", - წერს 34 წლის ესპანელი სოციალურ ქსელში.
სუპერლიგის შექმნა 19 აპრილს დადასტურდა, რომელიც 12-მა კლუბმა დააფუძნა - "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი". ლიგის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა, რომელიც "რეალში" იკავებს ანალოგიურ თანამდებობას.
12-ვე კლუბი ნეგატიური ტალღის წინაშე აღმოჩნდა, უეფა მათ და მათ ფეხბურთელებს სანქციების დაკისრებით დაემუქრა. 20 აპრილის საღამოს სუპერლიგის დამფუძნებლებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.
"მანჩესტერ სიტის" შემდეგ, პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა ოფიციალურად დაადასტურეს "არსენალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ". აგრეთვე, სუპერლიგაში არ იასპარეზებენ "ბარსელონა" და "ატლეტიკოც".
სუპერლიგის პროექტში მონაწილეობის გამო, ტოტენჰემის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა