"პროექტი შეიძლება ჩაფლავდეს? ყველაფერი კარგად მიდის", - ფლორენტინო პერესი არ ნებდება
"რეალისა" და სუპერლიგის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ევროპის ახალი ტურნირის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, სამშაბათს, 20 აპრილს, ექვსმა ინგლისურმა კლუბმა სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
"ცვლილებების დრო მოვიდა და "რეალი" ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო, როცა საქმე განვითარებას ეხებოდა. ასე მოხდა 1950 და 1990 წლებშიც. ასე ხდება ახლაც", - ციტირებს პერესის სიტყვებს L'Equipe.
"პროექტი შეიძლება ჩაფლავდეს? ყველაფერი კარგად მიდის. პასუხისმგებლობა გვაკისრია. ყველა მხარესთან გავმართავთ მოლაპარაკებებს ფეხბურთის გადასარჩენად", - დასძინა ფუნქციონერმა.
სუპერლიგის შექმნა 19 აპრილს დადასტურდა, რომელიც 12-მა კლუბმა დააფუძნა - "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი".
12-ვე კლუბი ნეგატიური ტალღის წინაშე აღმოჩნდა, უეფა მათ და მათ ფეხბურთელებს სანქციების დაკისრებით დაემუქრა. 20 აპრილის საღამოს სუპერლიგის დამფუძნებლებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.
"მანჩესტერ სიტის" შემდეგ, პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა ოფიციალურად დაადასტურეს "არსენალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ".
"ფეხბურთი გულშემატკივრებს ეკუთვნით", - პიკე სუპერლიგიდან ინგლისური კლუბების გასვლას გამოეხმაურა