"ინგლისური კლუბების გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა", - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ევროპის სუპერლიგის პროექტის შეჩერებაზე განცხადება გააკეთა.
"ძალიან გამახარა ინგლისური კლუბების გუშინდელმა გადაწყვეტილებამ. ეს არის სწორი ნაბიჯი გულშემატკივრებისთვის, ფეხბურთისთვისა და საერთო ჯამში მთელი პროცესისთვის. ჩვენი ეროვნული თამაშის დაცვა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ", - წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.
სუპერლიგის შექმნა 19 აპრილს დადასტურდა, რომელიც 12-მა კლუბმა დააფუძნა - "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი".
12-ვე კლუბი ნეგატიური ტალღის წინაშე აღმოჩნდა, უეფა მათ და მათ ფეხბურთელებს სანქციების დაკისრებით დაემუქრა. 20 აპრილის საღამოს სუპერლიგის დამფუძნებლებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.
"მანჩესტერ სიტის" შემდეგ, პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა ოფიციალურად დაადასტურეს "არსენალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ".
"პროექტი შეიძლება ჩაფლავდეს? ყველაფერი კარგად მიდის", - ფლორენტინო პერესი არ ნებდება