უეფას პრეზიდენტი სუპერლიგიდან პრემიერ ლიგის კლუბების გასვლას გამოეხმაურა
უეფას პრეზიდენტი, ალექსანდერ ჩეფერინი ВВС-სთან ინტერვიუში ინგლისური კლუბების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
"უეფას კონგრესის მიმდინარეობისას ვთქვი, რომ შეცდომების დაშვება ნორმალურია და ინგლისურმა კლუბებმა ეს გააკეთეს. მაგრამ ახლა ისინი დაბრუნდნენ და შეუძლიათ ბევრი გააკეთონ არა მხოლოდ ევროთასებისთვის, არამედ მთელი ევროპული ფეხბურთისთვის. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ერთად მივდივართ წინ", - თქვა ჩეფერინმა.
სუპერლიგის შექმნა 19 აპრილს დადასტურდა, რომელიც 12-მა კლუბმა დააფუძნა - "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "რეალი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "მილანი", "ინტერი" და "იუვენტუსი".
12-ვე კლუბი ნეგატიური ტალღის წინაშე აღმოჩნდა, უეფა მათ და მათ ფეხბურთელებს სანქციების დაკისრებით დაემუქრა. 20 აპრილის საღამოს სუპერლიგის დამფუძნებლებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს.
"მანჩესტერ სიტის" შემდეგ, პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა ოფიციალურად დაადასტურეს "არსენალმა", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "ჩელსიმ".
"ინგლისური კლუბების გადაწყვეტილებამ ძალიან გამახარა", - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი