ავტორიზაცია

ტიტულთან ახლოს - ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს!

ტიტულთან ახლოს - ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს!
თარიღი 21 აპრ 2021, 23:04

ანორთოსისი კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს. თემურ ქეცბაიას გუნდს მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.

ფამაგუსტელებმა ნახევარფინალის ორმატჩიან დაპირისპირებაში ნიქოზიის აპოელი 4:1 დაამარცხეს. სახლში მოგებული 1:0-ის შემდეგ, თემურ ქეცბაიას შეგირდებმა აპოელს გასვლაზეც მოუგეს - 3:1.

პირველ შეხვედრაში მურთაზ დაუშვილმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დღეს გუნდს ვერ ეხმარებოდა. შეუცვლელად ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ლორიამ, გიორგი ქვილითაია კი 64-ე წუთზე შეცვალეს.

ანორთოსისი ფინალურ მატჩს მაისში, ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ გამართავს. ქართველებისთვის ანორთოსისში საერთო ტიტულის მოგების პირველი სერიოზული შანსი იქნება.

"ფიგუ, როგორ გაუძელი ამ შეტევას?" - ლუიშ ფიგუმ კვარაცხელიას უპასუხა

ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია