ავტორიზაცია

ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია

ოფიციალურად: კვარაცხელიას ტრავმის სიმძიმე ცნობილია
თარიღი 21 Apr 2021, 14:29

ყაზანის "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ქართველი შემტევის ჯანმრთელობის მდოგმარეობა ასეთია:

მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება, რაც გულისხმობს ლაზარეთში რამდენიმე კვირას ყოფნას, Goal.ge-ის ინფორმაციით კი აღდგენითი პროცესი უფრო ზუსტად 2-დან 3 კვირამდე გასტანს.

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონი სრულდება 16 მაისს და იმ შემთხვევაში, თუ "წითელ-მწვანეების" ვინგერი რეალურად დაბრუნდება 2-3 კვირაში, ის მოედანზე გასვლასაც მოასწრებს.

შეგახსენებთ, რომ 20-წლის გარემარბმა ტრავმა მიიღო რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, ეკატერინბურგის "ურალის" წინააღმდეგ მატჩში.

"კვარაცხელიას ყველაზე მეტად ეს ორი გუნდი მოუხდება", - ბრიტანული გამოცემის უცნაური არჩევანი

კვარაცხელია ტრავმას ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის სიტყვებით ეხმაურება!